აშშ-ს საკმარისი იარაღის მარაგი აქვს სამუდამო ომისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
ამერიკის შეერთებული შტატების საბრძოლო მასალის მარაგები, საშუალო და საშუალოზე მაღალი კლასის, არასდროს ყოფილა უფრო დიდი ან უკეთესი ხარისხის. როგორც დღეს მაცნობეს, ჩვენ ამ იარაღის ფაქტობრივად შეუზღუდავი მარაგი გვაქვს.
ომების წარმოება შესაძლებელია „სამუდამოდ“ და ძალიან წარმატებით მხოლოდ ამ მარაგების გამოყენებით (რომლებიც სხვა ქვეყნების საუკეთესო იარაღზე უკეთესია!). ჩვენ გვაქვს კარგი მარაგი, მაგრამ არ ვართ იქ, სადაც გვინდა ვიყოთ.
მძინარე ჯო ბაიდენმა მთელი თავისი დრო და ჩვენი ქვეყნის ფული უკრაინის მკვიდრ ბარნუმს (ზელენსკის!) მისცა და მიუხედავად იმისა, რომ მან ძალიან ძვირად ღირებული ნივთები უფასოდ გასცა, მისი შეცვლით არ იწუხებდა თავს. საბედნიეროდ, პირველივე ვადაში სამხედრო ძალები აღვადგინე და ამას ვაგრძელებ. შეერთებული შტატები შეიარაღებულია და მზადაა დიდი გამარჯვებისთვის!!!“- წერს ტრამპი.