რაჭაში თბილისიდან გეოლოგების ჯგუფი ჩავა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ონის გამგებელმა ვალერიან გობეჯიშვილმა გაუცხადა, გეოლოგებო ადგილზე არსებულ ვითარებას შეისწავლიან, რის შემდეგაც მომზადდება დასკვნა, თუ რა სახის სამუშაო უნდა ჩატარდეს.
"ონის რაიონის სოფელ გლოლასთან ვითრება მძიმე რჩება. ტურბაზის ტერიტორიაზე 17 კოტეჯი საერთოდ განადგურდა, ორი ადგილობრივი მოსახლის სახლი დაზინდა და ადიდებულმა მდინარემ მოსახლებას ნათესები სულ გაუნადგურა", - განაცხადა გობეჯიშვილმა.
მისი თქმით, სტიქიის ადგილზე ტექნიკის შეყვანას აზრი მას შემდეგ ექნება, რაც ნიადაგი გამოშრება.
რაც შეეხება ზარალს, როგორც ონის გამგებელი აცხადებს, ჯერჯერობით მისი დათვლა ვერ ხერხდება, თუმცა ზარალი დიდია.