"United Continental Holding"-ის თვითმფრინავში მომხდარი სკანდალური ინციდენტის გამო კორპორაციამ 600 მილიონი დოლარი უკვე დაკარგა. ამის შესახებ ტელეკომპანია "სი-ენ-ენი" იტყობინება. საუბარია 9 აპრილს მომხდარ ინციდენტზე, როდესაც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ერთ-ერთი მგაზვრი რეისიდან ძალის გამოყენებით მოხსნეს. ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში გავრცელდა, რასაც საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. ჰოლდინგის ხელმძღვანელებმა ბოდიში უკვე მოიხადეს, თუმცა იუნაიტედ ეარლაინსის აქციები სავაჭრო ბირჯაზე კატასტროფულად დაეცა.