გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში მარანი-მუზეუმი "ხედენიში" გაიხსნა. კერძო მუზეუმი ღვინის საცავს და საქართველოს კულტურისა და ისტორიის ამსახველი ნივთების მდიდარ ექსპოზიციას აერთიანებს.
"ხედენიშში" დამთვალიერებელს ექსპოზიციას, ღვინის დეგუსტაციასა და ქართული ტრადიციების გაცნობას სთავაზობენ.
წინასწარი შეკვეთით შესაძლებელია ფოლკლორული საღამოებისა და ტრადიციული ქართული სუფრის სახით ვახშმის მოწყობა.