ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ისტორიაში პირველად, ნიამორი გამოჩნდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცხოველი ლაგოდეხის ნაკრძალში ერთ-ერთმა ფოტო-მახემ გადაიღო.
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ფოტო მახეები CNF-ის (CNF - Caucasus Nature Fund) მხარდაჭერით, ჯიხვის აღრიცხვისთვის დაყენდა.
პროექტს დაცული ტერიტორიების სააგენტო NACRES-თან (NACRES/ნაკრესი) ერთად ახორციელებს.
ნიამორი საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი ცხოველია.