პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობხიძემ პრეზიდენტის „ნაციონალური მოძრაობისკენ“ გადახრაზე ისაუბრა „რეაქციის“ ეთერში. მისი თქმით, ყველასათვის აშკარაა და დაუფარავი, ის თუ რა კავშირებს ამყარებს გიორგი მარგველაშვილი და როგორ ვითარდება პროცესები მთავრობასთან მიმართებაში.
"მთლიანად საუბარია ორ ბანაკზე, მეორე ბანაკში ჯერ კიდევ მოიაზრება ის სუბიექტი, რომელიც დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, რომელსაც აქვს საკუთარი მედიარესურსი, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი ფინანსური რესურსი ოპოზიციასი. ეს არის "ნაციონალური მოძრაობა" თავისი ორი დანაყოფით. განაციონალდა თუ რა შეფასებას მივცემთ პრეზიდენტს., ფაქტი კიდევ ერთია. ორ ბანაკად გაყოფაზეა საუბარი და პრეზიდენტი ცდილობს, რომ რაღაცნაირად თვითონ წარმართოს ის პროცესები, რომელიც დაკავშირებულია ამ მეორე ფრთის კონსოლიდაციასთან. ეს არის სურათი და იკვეთება პირდაპირი კავშირები პრეზიდენტსა და შესაბამის პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. ეს დაფარული არც არის ამ ღია პროცესებს ჩვენ ყველა ვაკვირდებით"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.