საქართველოს აეროპორტრბის გაერთიანებისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიცირებით, ქუთაისი-ლარნაკას ავიამიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ესტუმრა კვიპროსის ტურიზმის ადმინისტრაცია, კვიპროსის წამყვან ტურისტული კომპანიები და ავიაკომპანია ვიზეარის წარმომადგენლები. დელეგაცია გაეცნო ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს. ვიზიტის ფარგლებში გუშინ, 10 აპრილს გაიმართა შეხვედრა საქართველოს ტურისტულ კომპანიებთან, სადაც ავიაკომპანია ვიზეარმა და კვიპროსულმა მხარემ თავიანთი პროდუქტის პრეზენტაციები ჩაატარეს და უფრო ახლოს გაეცნენ ქართულ ტურისტულ სექტორს.