„თეგეტა მოტორსმა“ გორში კიდევ ერთი სერვის ცენტრი გახსნა. კომპანიის ცნობით, დამატებითი სერვის ცენტრის გახსნა რეგიონში გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე გადაწყდა. ახალი სერვის ცენტრი პუშკინის ქ. #2-ში მდებარეობს.
„ახალ სერვის ცენტრში წარმოდგენილია მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო. სერვის ცენტრში მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს შემდეგი სახის სერვისებით: საბურავების მოხსნა-დაყენება და ბალანსირება, ძრავის ზეთის და ფილტრების შეცვლა, გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლა, სამუხრუჭე ხუნდების შეცვლა და სხვა. აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და სხვა სათადარიგო ნაწილები“, - აცხადებენ კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, ახალ სერვის ცენტრში 165 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და 15-მდე ადგილობრივი დასაქმდა. ცენტრი განთავსებულია 1600 კვ.მ.-ზე, ქალაქ გორში. მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო ავტომობილების სერვისით.
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრებში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. რაც მთავარია, ეს პროდუქცია ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის.
„თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტო ინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა მოტორსი“ არის საქართველოში უმსხვილესი იმპორტიორი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და მსუბუქი ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით. რაც ნიშნავს, რომ აქ წარმოდგენილი უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ნებისმიერი მარკის ავტომობილისთვის გამართული მუშაობის და უსაფრთხო გადაადგილების გარანტიაა“, - აღნიშნავენ კომპანიაში.