საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 9 აპრილს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.
„ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ეს დღე ასოცირდება ჩვენი ხალხის ბრძოლასთან დამოუკიდებლობისთვის და 1989 წლის 9 აპრილს საქართველომ მსხვერპლად მიიტანა ამ იდეისათვის ბრძოლაში არაერთი ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო იყოს ერთიანი, მთლიანი და დამოუკიდებელი, ახდეს ის ოცნება, რომელიც 28 წლის წინ გულანთებულ ადამიანებს ჰქონდათ," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.