8 აპრილს, ყაზბეგში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი, 108 მგვტ სიმძლავრის “დარიალი ჰესი“ გაიხსნება.
„დარიალი ენერჯის“ ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი /ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, რომლებიც სიტყვით გამოვლენ.
ღონისძიება 12:30 საათზე დაიწყება.