ხანძარი ბათუმში - მამია კომახიძის ქუჩაზე ცეცხლი კერძო სახლის სახურავს მოედო და საყოფაცხოვრებო ნივთები დააზიანა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც "ჯი ეიჩ ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს ძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით.