„მთავარი პრობლემა არის ის, რომ თქვენ არ გაქვთ გააზრებული, ვის მიმართ ხართ ანგარიშვალდებულნი" ეს განცხდება "ევროპული საქართველოს" წევრმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის ტრიბუნასთან გააკეთა. მისი თქმით, მთავრობა არ ზრუნავს რეალურ პრობლემებზე და მხოლოდ შეცდომების სხვაზე გადაბრალებითაა დაკავებული.
"სოციალურად დაუცველები, რომლებსაც მხოლოდ ოქტომბრის შედმეგ 53 ათას სოციალურად დაუცველს მოუხსნეს სოციალური დახმარება. აქედან 7 ათასი არის ბავშვი, 17 ათასი არის მარტოხელა პენსიონერი, უმეტესობ მათგანი არის დაბალ ქულიანი, ანუ უკიდურესად გაჭირვებული ადამიანი. მოუხსნეს, მაგალითად, იმიტომ, რომ მეზობლებმა ლამინატის ფული შეუგროვეს, რომ ბეტონზე არ იცხოვროს, მოუხსნეს იმიტომ, რომ არ ჰქონდა მაცივარი და შეუძინეს, ან დაუყენეს გათბობა. მოუხსნეს და მერე არც განიხილავენ ამ საკითხებს. ვიღებთ პასუხებს, რომ არ ეკუთვნით და ერთ წელიწადში მოგვაკითხეთ," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.