რაჭაში მოსახლეობას ელექტრო ენერგიის მიწოდება სრულად აღუდგა.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ენერგო-პრო ჯორჯიადან აცნობეს.
კომპანიის ინფორმაციით, რეგიონში არსებული სტიქიის მიუხედავად ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტებს დენი შეუფერხებლად მიეწოდებათ.
ამასთან, "ენერგო-პრო ჯორჯიას" მორიგე გამსვლელი ბრიგადები უამინდობით გამოწვეული გათიშვების გამო მუშაობის საგანგებო 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასულები, რათა ოპერატიულად მოახდინონ სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება და რაც შეიძლება სწრაფად აღადგინონ აბონენტების ელექტროენერგიის მიწოდება.
შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს ენერგომომარაგება შეუწყდა კომპანიის დაახლოებით 250 აბონენტს შოვის ნაწილს და სოფელ გლოლას.