ბათუმის ახალ ბულვარში ველომარათონი გაიმართა, რომელშიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჩაერთო.
რამაზ ბოლქვაძემ მარათონის გზა სხვა მონაწილეებთან ერთად გაიარა. სპორტსმენებმა და ველომოყვარულებმა სტარტი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღეს და მარათონი საოცრებათა პარკში დასრულდა. ველომარათონში მონაწილეობა ბათუმის სპორტული ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულ სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
სხვადასხვა კაეტეგორიაში გამარჯვებულებს სპეციალური სიგელები და ფულადი საჩუქრები გადაეცათ. გამარჯვებულები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დააჯილდოვა. სპეციალურმა ჟიურიმ ასევე მარათონის უხუცესი და ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეები გამოავლინა. ველომარათონს აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი ესწრებოდნენ. ველომარათონი ბათუმის სპორტული ცენტრის ორგანზიებით გაიმართა.