დღეს, 6 აპრილს, 17:00 საათიდან „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაცია, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად ელექტრონული აუქციონების გამოცხადებას იწყებს❗
აუქციონში მონაწილეობის მსურველმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირებმა, რეგისტრაცია ელექტრონული აუქციონის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.eauction.ge -ზე უნდა გაიარონ.
აუქციონში გამარჯვებულ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს, საშუალება მიეცემათ საკურორტო სეზონთან დაკავშირებით ზღვისპირა ბულვარში სამეწარმეო საქმიანობა განახორციელონ. ელექტრონული აუქციონები სხვადასხვა კატეგორიებზე გამოცხადდება, რომლებიც შემდგომში ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე განთავსდება, კერძოდ:↩
✔ბატი-ბუტის აპარატი (ელექტრო)
✔სუვენირების დახლი
✔გასართობი აპარატი
✔გასართობი ატრაქციონები
✔სასეირნო ველოსიპედი (რიგშა)
✔სანაყინე ჯიხურები
✔ელექტრო მობილი
✔ჩამოსასხმელი ლუდის კუთხე
✔სანაყინე კუთხე
✔საბავშო გასართობი კუთხე
✔ყავის კუთხე
✔ექსტრემალური პარკი
✔ბამბის ნაყინი
✔ტირი
✔ფოტოჯიხური
✔სათვალის დახლი
✔სასწორი
✔სამასაჟო კუთხე პლაჟზე
✔საინფორმაციო დახლი
✔ბურახის კასრი
✔ბატუტი (რკინის კონსტრუქციის)
✔ბატუტი (გასაბერი)
✔ლიტერატურული კუთხე
✔სეგვეი, გიროსკუტერი და სასეორნო გორგოლაჭები
✔ჩოგბურთის ან ბილიარდის მაგიდა
✔საპლაჟო ინფრასტრუქტურა
✔კვების ობიექტი
✔სკუტერები და წყლის გასართობი საშუალებების ბაზირება
✔ქართული პროდუქციის კუთხე
✔სასეირნო საბავშვო მანქანები
✔3-5-7-9დ აპარატები
✔ფრეშისა და ნატურალური უალკოჰოლო სასმელების კუთხე
✔ყვავილების სტენდი
✔საპირფარეშო
ბულვარის ადმინისტრაცია, ასევე მზად არის განიხილოს ყველა საინტერესო ახალი შემოთავაზება თუ პროექტი, რომელიც ადმინისტრაციაში იქნება წარმოდგენილი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მოგვმართეთ, ბულვარის ადმინისტრაციას შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. №2. ან დაგვიკავშირდით ტელ: (0422) 27-88-08;