ფასანაურში ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების გაყვანას ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, ეს მათთვის და მათი ცხოველების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. ფასანაურელები აცხადებენ, რომ "ენერგოტრანსს" მშენებლობის საშუალებას არ მისცემენ.
კომპანია კი აცხადებს, რომ მათ ყველა დოკუმენტაცია წესრიგში აქვთ და აღნიშნული პროექტი საფრთხეს არ წარმოადგენს. ხოლო იმ ოჯახებს, რომელთა ტერიტორიაზეც ხაზი გაივლის, კომპენსაცია მიეცემათ.