გარემოვაჭრეები თბილისის მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.
როგორც ისინი ამბობენ, მზად არიან, გარევაჭრობის ყველა წესი დაიცვან, მისი დადგენის შემთხვევაში.
გარემოვაჭრეების განცხადებით, თბილისის მერიის მხრიდან არ იყვნენ გაფრთხილებულები, რომ მათ აყრას აპირებდნენ და მერიის ზედამხედველობის სამსახურს არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ.
ისინი ომბუდსმენის სახელზე განცხადების შეტანას გეგმავენ, რათა შეძლონ მასთან შეხვედრა.
გარემოვაჭრეები პარასკევს პარლამენტის წინ აქციის ჩატარებას გეგმავენ. ასევე, აქცია გაიმართება 11 აპრილს საკრებულოს წინ, მაშინ როცა დედაქალაქის მერი დავით ნარმანია საკრებულოს წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება.