მეცნიერებმა პერდიუს უნივერსიტეტიდან დაადგინეს, რომ ხილისა და ბოსტნეულის მუდმივად მიღება შიმშილის გრძნობის დაძლევაში ვერ დაგვეხმარება.
კვლევის შედეგებში ნათქვამია, რომ შიმშილის გრძნობა კიდევ უფრო გაცხოველდება, თუ ადამიანი ჭამის დაწყებამდე ხილის წვენსაც მიირთმევს. მეცნიერთა აზრით, საბოლოო ჯამში, ეს წონის მატებას გამოიწვევს, რადგან ჭამის დროს ადამიანები დამატებით ასობით ზედმეტ კალორიას იღებენ. ექსპერიმენტმა, რომელშიც სხვადასხვა წონის მქონე 34 მოხალისე მონაწილეობდა, დაამტკიცა, რომ 8 კვირის განმავლობაში კვების რაციონში წვენის დამატებამ შესაძლოა, 1,5-2 კგ-ით წონის მომატება გამოიწვიოს.
როდესაც ჭარბი წონის ადამიანებს აძლევდნენ მეტ ხილსა და ბოსტნეულს, ისინი წონაში იმატებდნენ. რიჩარდ მეიტსის სიტყვებით, როდესაც მოხალისეებს უფლებას აძლევდნენ, სადილობის დროს მიეღოთ ყველი ან მაკარონი, მოხმარებული კალორიების დონე 785-821 კალორიის დონეზე მერყეობდა. მაგრამ როდესაც სადილი იწყებოდა ხილის წვენით, საერთო კალორიულობის მაჩვენებელი 891-ს აღწევდა.
წვენის მიღების ფონზე ადამიანები მთელი დღის განმავლობაში მოიხმარდნენ 400 კალორიით მეტს. ხილი ასეთ შედეგებს არ იწვევდა, თუმცა 8 კვირის მანძილზე მოხალისეებს არ დაუფიქსირებიათ შიმშილის გრძნობის სიმწვავესთან დაკავშირებული რაიმე ცვლილება.
მეცნიერების დასკვნით, კვების რაციონში მხოლოდ ხილისა და ბოსტნეულის შეტანით წონაში ვერ დავიკლებთ.