ქუთაისელმა ახალგაზრდებმა ქალაქის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სკეიტ პარკის აშენებას ითხოვენ.
შარშან მერიის მხრიდან უკვე გამოყოფილი იყო 50 ათასი ლარი, თუმცა არც მშენებლობა დაწყებულა და არც ადგილი იყო შერჩეული. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს თანხა არ იყო პროექტისთვის საკმარისი.
„5 წელია ვითხოვთ თვითმმართველობისაგან, თუმცა ამაოდ. დაგვპირდნენ 2017 წლის ბიუჯეტში თანხას გავითვალისწინებთო, 50 ათასი გამოგვიყვეს თუმცა როგორც გავიგეთ, ეს თანხა აღარ არის.“ - განაცხადა აქციის ერთერთმა მონაწილემ.