4 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ინიცირებულ, დასაქმების ფორუმში მიიღეს მონაწილეობა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, როგორც ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი, დაინტერესებულია პროფესიული კადრების მოზიდვით. კვალიფიციური და მოტივირებული კადრების შერჩევის პროცესი, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსამთავრებულებს უწყების საქმიანობის, მათ შორის სტაჟირების, დასაქმების, ასევე კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ, სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდეს.
დასაქმების ფორუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართა და მასში მონაწილეობა როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.