სოფელ საქობოს საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ სასწავლო პროცესი შეაჩერა. მიზეზი კიდევ 2 მოზარდის ავადმყოფობა გახდა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს, პაციენტებს მაღალი ტემპერატურა და გულისრევა აღენიშნებათ.
ბაგა-ბაღების გაერთიანებამ შესაძლოა, რომ ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით, სწავლის პროცესი ყველა იმ სააღმზრდელო დაწესებულებაში შეაჩეროს, სადაც ვირუსული ინფექციების შემთხვევები დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ სოფელ საქობოს საბავშო ბაღიდან 9 მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, ავადმყოფობა ენტეროვირუსს უკავშირდება.