რაჭაში, მდინარე ჭანჭახმა ონის რაიონ სოფელ გლოლასთან დამაკავშირებელი ხიდი და 8 კოტეჯი წაიღო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ონის რაიონის გამგებელმა ვალერიან გობეჯიშვილმა განუცხადა, მდინარის კალაპოტი მთლიანად გადავსებულია, რაც სამაშველო სამუშაოების დაწყებას ართულებს.
"ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, ასევე აქ იმყოფებიან მხარის გუბერნატორი და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები. მდინარის ადიდების შედეგად წაღებულია 8 კოტეჯი, ასევე სოფელ გლოლასთან დამაკავშირებელი ხიდი. ასევე წყალმა მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაუნადგურდა. წყალდიდობის შედეგად არავინ დაშავებულა", - განაცხადა ვალერან გობეჟიშვილმა.
მისი თქმით, მდინარის ჯებირების გამაგრებითი სამუშაოების დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება.