პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატები გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო. უცნობია ჰქონდათ თუ არა ამ საქმეზე კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, დებატებში მონაწილეობას მიიღებენ ფრაქციებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.