„სამშენებლო კრიზისს როგორც მთელს მსოფლიოში ეხმარებოდა სახელმწიფო, მე ველი იგივე დახმარებას სახელმწიფოსგან. ჩვენი ოჯახის 3 წევრის კი არა, დაზარალებულების", - ამის შესახებ დღეს „რეაქციის“ ეთერში რუსუდან კერვალიშვილის შვილმა, ნინო დარასელმა ისაუბრა. მისი თქმით, საკმარისია, უკვე რაც მოხდა და მეტი უარესი აღარ იქნება. სჯობს ყველაფერი დასრულდეს და მის ოჯახს მიეცეს საშუალება დააკმაყოფილონ დაზარალებულები.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. „ცენტრ პოინტის“ საქმეზე დასკვნითი სხდომა დღეს გაიმართა, სასამართლომ რუსუდან კერვალიშვილი და მაია რჩეულიშვილი თაღლითობისა და მითვისების ფაქტზე დამნაშავედ სცნო და მათ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
რუსუდან კერვალიშვილი რჩეულიშვილების ოჯახის უკვე მესამე წევრია, რომელიც პატიმრობაში იმყოფება. ბათუმის მაგნოლიას საქმეზე უკვე რამდენიმე თვეა წინასწარ პატიმრობაში არიან მაია და გუკა რჩეულიშვილებიც.