„დარჩენილია 4000 ოჯახი“- ამის შესახებ „ცენტრ პოინტის“ კრიზისმენეჯერმა ნიკა ბერიძემ გადაცემა „რეაქციის“ ეთერში განახცადა. მისი თქმით, გავრცელებული ხმები, რომ 6200 ოჯახია დაზარალებული, სიმართლეს არ შეესაბამება და მათი რაოდენობა 4000-მდეა. ბერიძის თქმით, მათ აქვთ გეგმა, თუ როგორ შეიძლება დაზარალებულთა დაკმაყოფილება.
„ამ პერიოდის განმავლობაში მოიძებნა ორი უმსხვილესი და უდიდესი საინვესტიციო ჯგუფი. პირველზე მოგახსენებთ, ეს არის კომპანია „იქსოლი“, რომელმაც თავის თავზე აიღო ყიფშიძის ობიექტი, აიღო ბაკურიანის ობიექტი, აიღო კრწანისის ობიექტი, აიღო ხოშარაულის ორივე პროექტი. ეს კი გულისხმობს 2200 ოჯახის დაკმაყოფილებას. დარჩენილ მობინადრეებზე ჩვენ მოვახდინეთ მოლაპარაკება ინვესტორთან. იგი უახლოესი სამი კვირის განმავლობაში წარმოადგენს ყველანაირ დოკუმენტაციას, იმის შესახებ, რომ დაახლოებით 6 მილიონ ლარამდე მოახდენს ინვესტირებას კომპანია „ცენტრ პოინტში“ ზუსტად დარჩენილ დაზარალებულთა დასახმარებლად.