რამდენიმე დღიანი ძლიერი წვიმების შედეგად კახეთში, პანკისის ხეობაში მდინარეები ადიდდა.
მდინარების ადიდების შედეგად დატბორილია სასოფლო-სამეურნეო მიწები, ასევე წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულებიც დაიტბორა.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, წყალდიდობის შედეგად მოსავალი განადგურდა, ასევე დახოცილია შინაური ფრინველი და საქონელი.
წყალმა შიდა საუბნო გზები დააზიანა, ასევე წაღებულია ფეხმავალი ხიდები.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ამ დროისთვის ხეობაში წყალდიდობის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარებს.