სამედიცინო კორპორაცია ევექსის დიაგნოსტიკურ ცენტრში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სოლიდარობის ფონდსა და „სამედიცინო კორპორაცია ევექს“ შორის.
მემორანდუმის თანახმად კორპორაციის თანამშრომლები ხელფასიდან განახორციელებენ ყოველთვიურ ნებაყოფლობით დონაციას სოლიდარობის ფონდში სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების დასახმარებლად. გარდა ამისა, სამედიცინო კორპორაცია ევექსმა სურვილი გამოთქვა სოლიდარობის ფონდის ბენეფიციარებისთვის წლის განმავლობაში 80 რადიოლოგიური კვლევა ჩაატაროს უსასყიდლოდ.