მაღალმთიან აჭარაში სამუშაო შევხედრების ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სოფელ ქედლების საბავშვო ბაღი ოფიციალურად გახსნა.
,,დღეს ქედლებში გაიხსნა ახალი საბავშვო ბაღი.ბაღი 50 ბავშვზეა გათვლილი. პროექტში 260 ათასი ლარი დაიხარჯა. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის თანამედროვე ტიპის საბავშვო ბაღი, რომელიც ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ძალიან მალე აქ მოეწყობა ეზო, დამონტაჟდება ატრაქციონები, ბავშვებისთვის ახალი გასართობი ცენტრები. მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მუნიციპალიტეტებში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება 4 ახალი საბავშვო ბაღის აშენებისათვის. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
50 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი უკვე ორი კვირაა ფუნქციონირებს და იგი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით აშენდა. ბაღში 11 ადგილობრივი კადრია დასაქმებული. ბაღი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და ამ ეტპაზე მისი გარე სივრიცის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ქედლების საბავშვი ბაღის მშენებლობისთვის ხულოს მუნიციპალიტეტმა 250 ათასი ლარი გამოყო. აღსანიშნავია, რომ ახალი საბავშვო ბაღი მშენებლობა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეებშიც მიმდინარეობს.https://www.youtube.com/watch?v=Nf6vTlBFx6E&t=1s