აფხაზეთის დეფაქტო საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 43,6 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკ აფხაზია“ იტყობინება. არჩევნების მეორე ტური არაღიარებული რესპუბლიკის 22 საარჩევნო ოლქში ჩატარდა. სულ დეფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე 96 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ყველაზე მაღალი აქტივობა, როგორც მოსალოდნელი იყო, გუდაუთის რაიონში აღინიშნა, სადაც საარჩევნო ყუთებთან ელექტორატის 58 პროცენტი მივიდა. არჩევნების პირველი ტური აფხაზეთში 12 მარტს გაიმართა.