აფხაზეთში დეფაქტო საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 96 საარჩევნო უბანია გახსნილი. არჩევნების პირველი ტური 12 მარტს გაიმართა. 23 ოლქში საჭირო ხმების რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა. მეორე ტურში გასამარჯვებლად კი ხმათა უმრავლესობაა საჭირო.