სოფელ ართანში მოსახლეობა ჰერის აშენების წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებს. მათი თქმით, მშენებლობა ბევრ პრობლემებს შეუქმნის ადგილობრივებს.
კომპანია „ართანა ლოპოტა“, რომელიც ჰესის მშენებლობას გეგმავს, მოსახლეობის პრეტენზიებს არ იზიარებს. მათი თქმით, პროექტი არც ვენახს და არც წყალმომარაგებას არ შეუქმნის პრობლემას. მოსახლეობას კი საირიგაციო სისტემის დამონტაჟებას და ამბულატორიის აშენებას ჰპირდებიან.