არაგველობის დღესასწაულზე დუშეთში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიქრქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ჩავიდა. პატრიარქმა წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში წირვა აღავლინა და მრევლი დალოცა. ქადაგებისას ილია მეორემ წმინდა ნიკოლოზის ღვაწლსა და ამ დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"წმიდა ნიკოლოზი არის სწრაფად შემწე და სასწაულთმოქმედი. წმიდა ნიკოლოზი დღემდე და მუდამ იქნება მფარველი ყოველი ადამიანისა რომელიც რწმენითა და სიყვარულით მიმართავს მას. მის ცხოვრებაში, საგალობლებში არის ასეთი სიტყვები: როგორიც არის სახელი შენი ისეთია ცხოვრება შენი. ნიკოლოზი ნიშნავს გამარჯვებულს და უპირველეს ყოვლისა ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც გაიმარჯვებს თავის თავზე, ვნებებზე და ამპარტავნებაზე",_ ბრძანა პატრიარქმა.