ონის რაიონის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ონის გამგებელმა ვალერიან გობეჯიშვილმა განუცხადა.
"ძლიერი წვიმის გამო გუშინ მეწყერი ონის შემოსასვლელთან საავტომობილო გზაზე ჩამოწვა. სპეციალური ტექნიკით გზა გაიწმინდა და ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. თუმცა, მეწყერი მცირე რაოდენობით კვლავ ჩამოდის, რომლის გაწმენდაც იმავდროულად ხდება", - განაცხადა გობეჯიშვილმა.
მისივე თქმით, მეწყერს საავტომობილო გზა არ დაუზიანებია.
ამ დროისთვის ონის რაიონში კვლავ წვიმს.