ძლიერმა შტორმმა შავ ზღვაში რუსული სატვირთო გემი გაიტაცა. გემი "დაფნე" რუსეთიდან თურქეთში სამსუნის პორტში მიდიოდა.
გემის გადარჩენა მას შემდეგ მოხერხდა, რაც საქმეში თურქი მაშველები ჩაერთნენ.
ეკიპაჟის წევრებს შორის საქართველოს 4, თურქეთის 5 და აზერბაიჯანის 1 მოქალაქე იყვნენ. ისინი თავს კარგად გრძნობენ. ეკიპაჟის წევრები სასტუმროში გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები