ზუგდიდში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კომისიის შენობაში დევნილები ძალის გამოყენებით შევიდნენ. ისინი სამინისტროს წარმომადგენლებისგან ბინებს ითხოვენ. მათი განცხადებით, ბინები მათზე დაბალქულიანმა დევნილებმა მიიღეს, მაშინ როცა მათ უფრო მაღალი ქულები ჰქონდათ.
დევნილებს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძე შეხვდა. იგი მოქალაქეებს დაპირდა, რომ თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად შეხვდება და მათ პრობლემებს შეისწავლის.
ჯამში ბინით 144 დევნილი დაკმაყოფილდა, სამინისტროში კი ბინის მოთხოვნის შესახებ 5000-მდე განცხადება იყო შესული. ამჟამად აფხაზეთიდან დევნილები ძირითადად ამორტიზირებულ ბინებსა და ნაქირავებ ფართებში ცხოვრობენ.