ოკუპირებულ აფხაზეთში 35 ოლქიდან 22-ში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
საოკუპაციო რეჟიმის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოში 12 დეპუტატი აირჩიეს, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმის ყოფილი ლიდერი, ალექსანდრე ანქვაბი. ე. წ. საკანონმდებლო ორგანოს ახალ შემადგენლობაში ყოფილი პრემიერი, ლეონიდ ლაკერბაიაც, შევა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ რიგით მეექვსე საპარლამენტო არჩევნებს რუსეთის, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის, ასევე მთიანი ყარაბაღის, ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.