იმისდამიუხედავად, თუ როგორ დაკომპლექტდება არჩევნების შემდეგ პარლამენტი, აფხაზეთის საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება. ამის შესახებ სოხუმის დეფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა. „რა თქმა უნდა, ქვეყნის შიგნით ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი. გასატარებელი გვაქვს მნიშვნელოვანი რეფორმები, მაგრამ საგარეო პოლიტიკირი კურსი არ შეიცვლება. უცვლელი დარჩება დამოკიდებულება ჩვენი დიდი მეზობლის, რუსეთის მიმართ, რომელმაც ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა და მომავლის პერსპექტივა მოგვცა,“-აღნიშნა ხაჯიმბამ.