პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული საგანგებო განცხადების შემდეგ ცნობილი ხდება, რომ ხვალინდელ განხილვაზე დასწრებაზე უარი თქვეს საკონსტიტუციო კომისიის წევრებმაც უმრავლესობიდან. მათი განცხადებით, პრეზიდენტის უფლებამოსილებაში არ შედის საკონსტიტუციო საკითხებზე მსჯელობა და მისი ინიციატივა სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა და მორიგი შეტევა უმრავლესობის მისამართით. თუმცა ღონისძიებაზე დასწრებისთვის მზაობა უკვე დაადასტურა სხვა 150-მდე მიწვეულმა წევრმა.
„საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნული ინიციატივით კიდევ ერთხელ უპირისპირდება საქართველოს პარლამენტს და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და ავლენს შემაშფოთებელ უპატივცემულობას ქვეყნის მთავარი დემოკრატიული კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ“, - ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.