თელავის, გურჯაანის და სიღნაღის რაიონების სოფლებში მცხოვრები გლეხები ალაზნის სარწყავ არხში წყლის დაწყვეტას აპროტესტებენ. 60-მდე სოფელი მესამე დღეა სარწყავი წყლის გარეშეა დარჩენილი, რის გამოც საგაზაფხულო ნათესები ხმება. სარწყავი წყლის დაკეტვის ოფიციალურ მიზეზად გლეხების მხრიდან მოხმარებული წყლის საფასურის გადაუხდელობა სახელდება.
კახეთსი გლეხს 1 ჰექტარი მიწის მორწყვა 75 ლარი უჯდება, ხოლო ვისაც ტბა აქვს და წყლით ავსებს მისთვის გადასახადი 150 ლარია. გადაუხდელობის გამო შპს "ალაზანმა" სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით მომხმარებლებს სარწყავი წყლის მიწოდება შეწყვიტა.
კახელი გლეხები დახმარებას ბაკურ კვეზერელისაგან ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ მათ ბანკიდან კრედიტები აქვთ აღებული და თუ უწყლობის გამო მათი ნათესები გახმება და განადგურდებ,ა დიდი ფინანსურ ზარალს მიიღებენ.