ბათუმში თამარ მეფის გზატკეცილზე, ,,ბათუმი ცენტრალის“ მიმდებარედ არსებულ წრიულზე ახალი დეკორატიული გამწვანება მოეწყო. გამწვანება ხმათა უმრავლესობით შერჩეული ესკიზის მიხედვით განხორციელდა.
ქალაქში არსებული წრიულების გამწვანების პროექტების საჯარო განხილვასა და შერჩევას გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური სოციალური ქსელის საშუალებით ახორციელებს.