ოსკარის დაჯილდოების ცერემონია კურიოზული ინციდენტით დასრულდა. წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებულად შეცდომით მიუზიკლი „ლა ლა ლენდი“ გამოაცხადეს. ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი უკვე სცენაზე იყო და მადლობას იხდიდა, როდესაც გაირკვა, რომ მთავარი ჯილდო ფილმ „მთვარის შუქს“ ერგო. გაუგებრობის შემდეგ მსახიობი უორენ ბიტი მიკროფონთან დაბრუნდა და შეცდომა გამოასწორა. რაც შეეხება „ლა ლა ლენდს,“ ფილმმა 6 ნომინაციაში, მათ შორის წლის საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში გაიმარჯვა. ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი ემა სტოუნი წლის საუკეთესო მსახიობ ქალაქად აღიარეს. მამაკაცებს შორის საუკეთესო მსახიობი ფილმ „მანჩესტერი ზღვის პირას“ შესრულებული როლისთვის კეისი აფლეკი გახდა.