საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ასამოქმედებლად საბოლოო გადაწყვეტილებას ბრიუსელში დღეს მიიღებენ. ამ საკითხზე და ე.წ. დროებითი შეჩერების მექანიზმზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრების სხდომაზე იმსჯელებენ.
ეს იქნება ბოლო ეტაპი და როგორც ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე დაანონსებულია, გადაწყვეტილებას პირველ მარტს ხელს მოაწერენ ევროპარლამენტის პარეზიდენტი და ევროკავშირის თავმდჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი.
მარტის ბოლოდან კი, უკვე ღიად საუბრობენ, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ შეძლებენ შენგენის ზონაში გადაადგილებას.
"ხელის მოწერიდან დაახლოებით ერთ-ორ კვირაში, ჯერ ცნობილი არ არის, მოხდება ამ გადაწყვეტილების, ასე ვთქვათ კანონში ცვლილების გამოქვეყნება ოფიციალურ ჟურნალში. ამ დროიდან, როდესაც გამოქვეყნდება, 20 დღეში გადაწყვეტილება შედის ძალაში," - განმარტა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ნატალი საბანაძემ.