ბელარუსი დონბასის მცხოვრებლებს, რომლებსაც ლუგანსკისა და დონეცკის დეფაქტო პასპორტები აქვთ, საზღვარზე არ შეუშვებს. ამის შესახებ სახელმწიფო საზღვრის კომიტეტის წარმომადგენელმა ანტონ ბიჩკოვსკიმ განაცხადა.
„თუ ასეთ ადამიანს შევხვდებით ჩვენს საზღვარზე, ის ბელარუსის ტერიტორიაზე ვერ შემოვა. მას უნდა ჰქონდეს პასპორტი, რომლითაც ბელარუსში შემოსვლის უფლება ძლევა,“-აღნიშნა ბიჩკოვსკიმ.