ბენიამინ ნეთანიაჰუ ირწმუნება, რომ ამერიკისა და ისრაელის ურთიერთობის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა. ამის შესახებ ვაშინგტონიდან დაბრუნებულმა ისრაელის პრემიერმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობა იყო, დღეს კი ის უფრო მჭიდრო ხდება. ბატონმა ტრამპმა შეხვედრის დასრულებისას ხელი გამომიწოდა და მითხრა, რომ ჩვენს ურთიერთობაში ახალი დღე იწყება. მინდა გითხრათ, რომ ეს ნამდვილად ასეა და ეს ძალიან კარგი დღე იქნება,“-აღნიშნა ნეთანიაჰუმ.