რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია. ჭანტურიას ქუჩის ჩასახვევიდან თავისუფლების მოედნამდე საავტომობილო გზის მონაკვეთი ,,რუსთავი 2“ -ის მხარდამჭერი აქციის გამო იყო გადაკეტილი.
ამჟამად კი, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა მთლიანად დაშვებულია.