პარტია “თავისუფალი დემოკრატების რიგგარეშე ყრილობაზე პარტის თავმჯდომარედ შალვა შავგულიძე ერთხმად აირჩიეს.
შავგულიძის კანდიდატურა დელეგატებს პარტიის ყოფილმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარუდგინა.
“ჩვენთვის არასდროს ყოფილა წამყვანი თანამდებობები და რეგალიები. ჩვენთვის მთავარია ქვეყნის დემოკრატიული, სამართლიანი განვითარება და ამ მიზნისთვის ბრძოლა”, - მიმართა შავგულიძემ პარტიის წევრებს.