რუსთავი 2“-ის სოლიდარობის მიზნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მხარდამჭერები, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები და მათი აქტივისტები პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ.
საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა და წამყვანებმა. სიტყვით გამოვიდა არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც.
სიტყვით გამომსვლელებმა მოსამართლეებს მოუწოდეს გამოიტანონ სამართლიანი განაჩენი ,,რუსთავი 2“ -თან დაკავშირებით.