რუსთაველის გამზირზე "რუსთავი 2"-ის თანამშრომლები და მხარდამჭერები იკრიბებიან. ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციას სამოქალაქო სექტორის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი უერთდება.
ორგანიზატორების განცხადებით, ხელისუფლების ზეწოლით, უზენაესი სასამართლო "რუსთავი 2"-ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანას აპირებს.
18 თებერვლიდან ”რუსთავი 2” საპროტესტო მაუწყებლობაზე გადავიდა, ტელეკომპანია ”მარაო” და “COMEDY არხი” და ”რუსთავი 2”-ის ვებგვერდი გათიშულია.
აქცია 14.30 საათზე გაიმართება.