ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება მალაიზიას კიმ ჩონ ნამის ცხედრის გადაცემას სთხოვს. ფხენიანი მალაიზიაში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებს არ აღიარებს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმა კოალა-ლუმპურის აეროპორტში 13 თებერვალს მოკლეს. პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 3 პირი უკვე დააკავა.