საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ბერლინის კლინიკაში, პატრიარქი მოინახულა. ინფორმაციას ფოტოსთან ერთად, თავის ფეისბუქ გვერდზე, ჟურნალისტი ქეთი ქარდავა აქვეყნებს. მისი ინფორმაციით, სააკაშვილი კლინიკაში დედასთან ერთად მივიდა.
"ძალიან მიხარია, რომ პატრიარქი კარგ ფორმაშია და მხნედ არის ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა
ილია მეორეს ოპერაცია ნაღვლის ბუშტზე, ლაპარასკოპიული მეთოდით ბერლინში ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, კათალიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პატრიარქი საქართველოში 20 თებერვალს დაბრუნდება.
ილია მეორის გერმანიაში ყოფნის პერიოდში ე.წ. ციანიდის სკანდალი აგორდა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში დაპირისპირების ნიშნები კიდევ უფრო მკვეთრად გამოჩნდა.